სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენებას აძლევს
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო დარბაზში პირველად აძლევს ჩვენებას ბრალდებული გიორგი მამალაძე.
აქამდე ის ორჯერ დაიკითხა - ერთხელ გამოძიების პირველ ეტაპზე, შემდეგ კი ე.წ მატროსოვის ციხეში.
ბრალდების მხარეების შეკითხვებს ამ წუთებში დეკანოზი გიორგი მამალაძე პასუხობს.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, აღნიშნული ჩვენება დაადასტურებს, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება მოგონილია.
"წინასწარ გამოძიებაში მამა გიორგიმ მისცა ისეთი ჩვენება, რომელიც ნორმალური და ობიექტური გამოძიების შემთხვევაში საფუძველი იქნებოდა, რომ საქმე შეწყვეტილიყო. ახლა რა უნდა შეცვალოს?", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
თავის მხრივ, საქმის პროკურორს, ზვიად გუბელაძის განცხადებით, ბრალდებულმა პირველ ეტაპზე მიცემული ჩვენება შეცვალა.
"პირველ ეტაპზე სხვა ჩვენება მისცა, შემდეგ სხვანაირი ინტერპრეტაცია მისცა ამ ჩვენებას. მამალაძემ თავად დაინახა, რომ არაერთმა მოწმემ გამორიცხა მისი ჩვენება. მაგალითად, პირველ ჩვენებაში მის მიერ ნათქვამ ფრაზებზე საუბრობდა, რაც ჩანაწერებშია და ხსნიდა სხვადასხვა გარემოებებით, მეორე დაკითხვის დროს კი ამბობდა, რომ ეს ხუმრობა იყო. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც შეცვალა", -განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


