პოლიტიკა
ე.წ სამხრეთ ოსეთში ამნისტია გამოცხადდა
ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა, მასშტაბური ამნისტია გამოაცხადა.
ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც შეეხება ამნისტია. თუმცა ცნობილია, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლება შეეხება: პირებს, რომლებიც პირველ პატიმრობაში იმყოფებიან და მათი სასჯელი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს; ასევე, პირებს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ; ქალებს, რომლებსაც არასრულწლოვანი, ან ინვალიდი- შვილები ყავთ, ასევე ფეხმძიმე ქალებს.
გარდა ამისა, თავისუფლებაზე შესაძლოა 55 წელს გადაცილებული მამაკაცები და 50 წელს გადაცილებული ქალები გავიდნენ.
ასევე ამნისტია პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს შეეხებათ, ასევე ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმრებს.
ასევე, არასრულწლოვნებიც გათავისუფლდებიან, რომელებიც ერთხელ არიან ნასამართლევი და 5 წლამდე პატიმრობა აქვთ მისჯილი.
ამნისტია არ ეხება იმ ადამიანებს, რომებმაც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი. ისეთი პირებიც ვერ დატოვებენ საპყრობილეებს, რომლებიც თავის დროზე ამნისტიით გათავისუფლდნენ და ახალი დანაშაულის ჩადენის საფუძველზე, კვლავ საპატიმროებში მოხვდნენ. რეციდივისტის სტატუსის მქონე პატიმრებიც ამნისტიის გარეშე დარჩებიან.
ამნისტიის გამოცხადება, 9 აპრილს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


