სამართალი
ე.წ პირბადეების აქცია დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს – შსს–ს განცხადება
ე.წ. პირბადეების აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების წარმოება არ დაუწყია. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
შსს–ს განმარტებით, აქცია დანშაულის ნიშნებს არ შეიცავს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ქალაქ თბილისში განხორციელებულ ე.წ. პირბადეების აქციასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაუწყია. სამინისტროში შემოვიდა სამი მოქალაქის წერილი, რომ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საზოგადო მოღვაწეთა და კულტურულ ძეგლებს დაუდგენელმა პირებმა პირბადეები გაუკეთეს. აღნიშნული წერილების საფუძველზე, ფაქტი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა შეისწავლა. დადგინდა, რომ განცხადებაში მითითებული ფაქტები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რის შესახებაც ეცნობა განცხადების ავტორებს“,– ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გუშინ დილით თბილისის ძეგლების ნაწილს პირბადე ეკეთა. ამ დრომდე უცნობია, ვინ არის აღნიშნული აქციის ორგანიზაცატორი, ან რას გამოხატავს იგი, თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აქცია ჰაერის დაბინძურების პრობლემას უკავშირდება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


