სამართალი
ე.წ. პიჯაკების საქმეზე ბრალდებულების დამცველები პროკურატურას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ
საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულების დამცველები პროკურატურას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია და ასევე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი პროკურორ ნათია სონღულაშვილის განცხადებებს გამოეხმაურნენ, რომელიც ე.წ პიჯაკების საქმეს ეხება.
როგორც თემურ ჯანაშია და მისი ადვოკატი აცხადებენ, პროკურორი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ თემურ ჯანაშია 2011 წლამდე ვალდებული იყო არ შეესრულებინა პრეზიდენტის განკარგულება.
ჯანაშიას თქმით, დაცვის სამსახური არის გასამხედროებული ორგანიზაცია და პრეზიდენტის განკარგულებების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამახურისთვის.
ბრალდებულების ადვოკატების განცხადებითვე, გამოძიება სააკაშვილს ოფიციალურ ვიზიტებშიც დახარჯულ თანხებსაც ედავება, ერთ-ერთი ასეთი კი იტალიაში სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტია.
დაცვის მხარე ამბობს, რომ ასეთი პრეცედენტი არცერთ ქვეყანაში არ არსებობს, როდესაც პრეზიდენტს წარმომადგენლობით ხარჯებს ედავებიან.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


