სამართალი
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ დასრულდა. საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე დღეს 12:00 საათზე გამოაცხადებს.
გუშინდელ პროცესზე დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე დაახლოებით 5 საათის განმავლობაში კითხულობდა.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა თავად ბრალდებული, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი დგებუაძე, მეტსახელად მასტერა.
ბრალდებულმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
,,არ ვცნობ დამნაშავედ თავს წარდგენილ დანაშაულში. მით უმეტეს ჩემთვის ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე ბრალდებებია, რომლის გათვიცნობიერებაც კი მიჭირს. წარმოიდგინეთ, ბრალი, რომელიც გედებათ სამი ადამიანის მკვლელობაში, რომლებიც არასოდეს საკუთარი თვალით არ დაგინახავს’’, - განაცხადა გიორგი დგებუაძემ.
ცნობისათვის: გია დგებუაძესთან ერთად ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, დათა ახალაია, რომელიც ამჟამად ძებნაში იმყოფება. მათ გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


