პოლიტიკა
ე.წ. მეგობრობის აქტი ყველაფერია, მეგობრობის გარდა - ლევან მახაშვილი
ე.წ. მეგობრობის აქტი ყველაფერია, მეგობრობის გარდა. იგი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, ასევე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხედვას საქართველოსა და რეგიონთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, თეორიულად, ეს აქტი ძალაში თუ შევა, მნიშვნელოვნად დააზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს და ესეც იმ არაფორმალური ძალებისა და გავლენების გათვლაა, რომლებმაც, ინერციით, ქვედა პალატაში დოკუმენტი მაინც გაიტანეს.
„საბოლოო ჯამში, რამდენიმე ეტაპია დარჩენილი, ვიდრე ბოლომდე შევა ძალაში, მაგრამ იმედი გვაქვს, ამ პროვოკაციულ რეზოლუციას პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში „დიფ სთეითი“ დაამარცხოს. ამის იმედს ის განწყობები გვაძლევს, რაც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას იმ ფორმალური თუ არაფორმალური კომუნიკაციიდან გამომდინარე აქვს, რაც ჩვენ მათთან გვქონდა. ჩვენ იმის ილუზია არ გვაქვს, რომ ყველაფერი ისე შეიძლება მოხდეს, როგორც ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რადგან ვხედავთ ამ არაფორმალურ ძალებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული ძალაუფლება და ფინანსური თუ სხვა ინტერესებით ისინი ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღებას ახერხებენ. საბოლოო ჯამში, მაინც გვაქვს იმედი, რომ ის შეძლებს არაფორმალური გავლენების და „დიფ სთეითის“ დამარცხებას და ქვეყანას ამერიკელების ინტერესების გათვალისწინებით წაიყვანს.
ამ დროისთვის, 6 მაისისთვის ეს აქტი არაფერს ნიშნავს, რადგან მას არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს. თეორიულადაც რომ დავუშვათ, თუ ძალაში შევა და ტრამპი ხელს მოაწერს, ამ შემთხვევაშიც, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ახალ ადმინისტრაციას და ტრამპს ექნება მანევრირების უფლება – თავად გადაწყვიტოს, აღასრულოს მისი ცალკეული ნაწილი, სრულად აღასრულოს თუ საერთოდ არ აღასრულოს. ახალ ადმინისტრაციას თუ რაიმე ნაბიჯის გადადგმა უნდა, ამისთვის მაინცდამაინც კონგრესის ეს კონკრეტული აქტი არ სჭირდება, ისევე როგორც კონგრესის აქტის შემთხვევაშიც, ეს მხოლოდ მანდატია, რომელსაც ან განახორციელებს, ან არა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


