სამართალი
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან გამომძიებლები და ექსპერტები იმყოფებიან
ე.წ. მატროსოვის ციხეში „ციანიდის საქმეში“ ბრალდებულ დეკანოზთან გამომძიებლები და ექსპერტები იმყოფებიან.
როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განუცხადა, ექსპერტიზისთვის დღეს მოხდება რამდენიმე ნიმუშის აღება.
მისივე თქმით, თუ დეკანოზი სურვილს გამოთქვამს ჩვენების მიცემის თაობაზე, ნიმუშების აღების შემდეგ, დღესვე დაიწყება მისი დაკითხვაც.
”დღეს, პირველ რიგში, ავიღებთ შესაბამის ნიმუშებს. დანიშნულია საქმეზე რამდენიმე ექსპერტიზა: ბიოლოგიური, გრაფიკული და ფონოსკოპიური. დღეს მოსულები ვართ, რომ ავიღოთ შესაბამისი ხელწერის ნიმუშები, ასევე ბიოლოგიური და ფონოსკოპიური ნიმუშები. ამის შემდეგ, თუ ბრალდებული გამოთქვამს მზადყოფნას, მოხდება მისი დაკითხვა.
ჩვენ არაერთხელ ვიყავით ბრალდებულთან ჩვენების ჩამოსართმევად, თუმცა ის უარს აცხადებდა ჩვენების მიცემაზე. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალ ექიმს ჰქონდა გაცემული თანხმობა, რომ მას შეეძლო ჩვენების მიცემა, გუშინდელ დღემდე უარს ამბობდა ჩვენების მიცემაზე. გუშინ მომართეს ადვოკატებმა პროკურატურას და მოითხოვეს მისი დაკითხვა. შესაბამისად, ჩვენც გამოვცხადდით და თუკი ბრალდებული გამოთქვამს თანხმობას ჩვენების მიცემაზე, მოხდება მისი დაკითხვა", - განაცხადა პროკურორმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


