სამართალი
ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელების მიმართ წაყენებული ბრალი გადაკვალიფიცირდა
ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელების მიმართ წაყენებული ბრალი გადაკვალიფიცირდა.
როგორც საქმის პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა 109-ე განზრახ მკვლელობის ნაცვლად, სპეცრაზმელებს 333-ე უფლებამოსილების გადამეტება ედებათ ბრალად.
ცნობილია კიდევ ერთი ახალი გარემოება - ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძის მიმართ სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი სპეცრაზმელების ეპიზოდზე მიმდინარე საქმის ახალი მტკიცებულებაა.
შესაბამისი შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოში საქმის პროკურორმა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
საქმის ამ ეპიზოდზე, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობს ბრალდებულები არიან სპეცრაზმელები - გიორგი გულბიანი, იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე.
გამოძიების ვერსიით, 2006 წლის 2 მაისს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი სპეცოპერაციის დროს მოკლეს, რომელიც"კორტების სპეცოპერაციით" არის ცნობილი. ფირცხალავას და ცააძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი კი სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის ივნისში დატოვა ძალაში.
პროკურატურის მტკიცებით, სპეცოპერაციის დროს ვაზაგაშვილი და ხუბულოვი სწორედ კრიმინალური პოლიციის ცენტრალური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ფირცხალავას მიერ მომზადებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


