სამართალი
ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებისთვის ომბუდსმენი პრეზიდენტს მიმართავს
ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულების ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის შეწყალებისთვის კიდევ ერთხელ მიმართავს სახალხო დამცველი მოქმედ პრეზიდენტს.
გიორგი მარგველაშვილს ფირცხალავასა და ცააძის ოჯახის წევრები მიმართავენ და ომბუდსმენის თხოვნაზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
„ბატონო გიორგი, გთხოვთ, რომ თქვენი უფლებამოსილების დარჩენილი ოთხი დღის ფარგლებში მოახდინოთ რეაგირება სახალხო დამცველის თხოვნაზე, წინაააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შეუერთდებით პროკურატურის უკანონო და უსამართლო შეთანხმებულ მოქმედებას ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძის წინააღმდეგ,“- განაცხადა ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ, ნინო ხვიტიამ.
მათი თქმით, მათ ანალოგიური წინადადებით პრეზიდენტს უკვე მეოთხედ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
რამდენიმე წლის წინ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლომ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მათ 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ე.წ. კორტების საქმეში მსჯავრდებულთა საკითხი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს წარმოებაში მიღებული აქვს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


