სამართალი
ე.წ კორტების საქმეზე ბრალდებულები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილი განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის განაჩენი უსამართლო და უკანონოა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება, თუმცა აღნშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს იმედია არ აქვს და სავარაუდოდ, ევროპულ სასამართლოს მიმართავეს.
"განაჩენს რა თქმა უნდა, არ ველოდი. ეს იყო უსამართლო და უკანონო განაჩენი, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში მტკიცებულება არ არსებობს. შეუძლებელია დასაბუთებაზე ვისაუბროთ. ეს განაჩენი გასაჩივრდება. ამ სასამართლოშივე დადასტურდა ყველა ბრალდებულის უსამართლობა. სასამართლო მოექცა ზეგავლენის ქვეშ და ამან განაპირობა უკანონო განაჩენის გამოტანა. მოლოდინი იმისა, რომ უზენაეს სასამართლოში რამე შეიცვლება დაბალია. ყველაზე დიდი მოლოდინი ევროპულ სასამართლოში გვექნება. უცვლელი დარჩა განაჩენი ყველა ნაწილში", - განაცხადა ადვოკატმა.
სააპელაციო სასამართლომ გიორგი ცააძისა და ირაკლი ფირცხალავას 12-12 წლიანი პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


