სამართალი
ე.წ. კანონიერი ქურდები ფულს skype-ით სძალავდნენ
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობისთვის რუსლან ჩიქოვანს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაც შეეხება კაკო ტუღუშს, მას სასამართლომ განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა და 8 წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა.
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
საქმეში მთავარი მტკიცებულება Skype-ის ჩანაწერები იყო, რითაც პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მსჯავრდებულები ბათუმში მცხოვრები ორი ბიზნესმენისგან დაახლოებით 300 ათასი ლარის გამოძალვას ცდილობდნენ.
სასამართლო სხდომაზე რუსლან ჩიქოვანმა ჩვენების მიცემის დროს მოსამართლეს უთხრა, რომ ის ქურდული სამყაროს წევრი არ არის, თუმცა დაადასტურა, რომ მისთვის მანამდე უცნობი ქართველი და თურქი ბიზნესმენი ერთმანეთს თვითონ შეახვედრა.
„აღნიშნული პირები მხოლოდ იმიტომ შევახვედრე, რომ დაპირისპირება და ჩხუბი არ მომხდარიყო. მე მათ საუბარში საერთოდ არ ჩავრეულვარ“, - განაცხადა პროცესზე რუსლან ჩიქოვანმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


