სამართალი
ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე სასამართლო სხდომები დაიხურება
ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე სასამართლო სხდომები დაიხურება. შესაბამისი შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დააყენა.
საქმის პროკურორის, ინა გუგუშვილის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს ბრალდებული არასრულწლოვანი და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე შესაძლებელია დაირღვეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, ასევე მოხდეს არასრულწლოვნის შესახებ ისეთი ინფორმაციის გავრცელება სხდომათა დარბაზის გარეთ, რაც კანონის დარღვევა იქნება.
გარდა ამისა, პროკურორი პროცესის დახურვის ერთ-ერთ არგუმენტად დაზარალებულის უფლებამონაცლის, ამ შემთხვევაში მოკლული ლუბა ყოჩიაშვილის მეუღლის ინტერესების დაცვასაც ასახელებს.
ბრალდების მხარის ამ შუამდგომლობას ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატიც დაეთანხმა და განაცხადა, რომ პროცესის დახურვის შუამდგომლობის დაყენებას თავადაც გეგმავდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


