სამართალი
ე.წ კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილს 20 წლით, ხოლო ბექა შენგელიას უვადო პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლუბა ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის, სასამართლომ ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილს 20 წლით ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ბექა შენგელიას უვადო პატიმრობა.
მედიანიუსი საქალაქო სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულების ირმა ყ.-სა და ბექა შ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
ლუბა ყ.-ს მკვლელობისათვის ირმა ყ.-ს 20 წლით, ხოლო ბექა შ.-ს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
წარდგენილი ბრალის თანახმად, ირმა ყ.-ს ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით. ხოლო ბექა შ.-ს განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, მსხვერპლის სხეულის ორგანოს სხვაგვარად გამოყენების მიზნით.
სასამართლომ, დახურულ სხდომაზე მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ ბექა შ.-ს მიმართ არ დადასტურდა მსხვერპლის სხეულის ორგანოს სხვაგვარად გამოყენების მიზნით წარდგენილი ბრალდება, ამდენად ბრალდების ამ ნაწილში ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ბრალდებულმა ირმა ყ.-მ, არსებითი განხილვის ეტაპზე სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული და მტკიცებულებები უდავოდ გახადა, ხოლო ბექა შ.-მ ნაწილობრივ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედება.
სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“,-ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


