პოლიტიკა
ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები გაზრდის სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხს - მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ე.წ. ფარული მოსმენების კანონში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი აღარ დანიშნავს ფარული მიყურადების განმახორციელებელი ორგანოს უფროსის მოადგილეებს.
მდინარაძის თქმით, ახალი რედაქციით პრემიერს ჩამოერთვა ფუნქცია, დამოუკიდებლად აერჩია ორგანოს უფროსი.
„სუს-ის უფროსი აღარ დანიშნავს სააგენტოს უფროსის მოადგილეებს, აღარ იქნება წარდმგენი პრემიერის წინაშე. სააგენტოს ხელმძღვანელს დანიშნავს პრემიერი კომისიის წარდგინებით. გარდა ამისა, დებულებას აღარ დაამტკიცებს სუს-ი. და ეს სხვა ცვლილებებთან ერთად არის ის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც გაცილებით გაზრდის სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხს“, - განაცხადა მდინარაძემ
მდინარაძის განცხადებით, განსახილველი დარჩა, თუ ვინ წარუდგენს კომისიას კანდიდატებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


