სამართალი
ე.წ ფარული მოსმენების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ე.წ ფარული მოსმენების საქმეზე ბრალდებულები, კონსტუტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები-ვასილ ლელუაშვილი, გივი კაციტაძე, დიმიტრი თათრიშვილი, ირაკლი ყიფშიძე და რევაზ შიუკაშვილი სასამართლომ დანმაშავედ ცნო.
ბრალდებულები დამნაშავედ სისხლის სამართლის 33-ე მუხლით ცნეს.
რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს - გიგლა შიუშვილს, სასამართლომ მას ბრალდება მოუხსნა და გაამართლა.
მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა პროკურატურის ბრალდება გაიზიარა. ვასილ ლელუაშვილი 4 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, გივი კაციტაძეს 5 წელი და 3 თვე, დიმიტრი თათრიშვილს ასევე 5 წელი და 3 თვე, ირაკლი ყიფშიძესა და რევაზ შიუკაშვილს 4 წლის პატიმრობა მიესაჯათ.
საქმეზე გამოძიება 2016 წლიდან მიმდინარეობს. საუბარია 2016 წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტში გავრცელებულ, უკანონოდ მოპოვებულ, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე. ბრალდების მტკიცებით, პოლიტიკოსების ფარულ გადაღებას კუდ-ი 2012 წლის არჩევნებამდე ახორციელებდა.
დახურულ პროცესებზე დაზარალებულად ცნობილი 3 პირი დაიკითხა, თუმცა პროკურორის თქმით, ყველა მათგანის პოზიცია გაიცნო სასამართლომ.
კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სამართალდამცველებმა 2016 წლის აპრილში დააკავეს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


