პოლიტიკა
ე.წ. ფარული მოსმენების კანონში შეტანილი ცვლილებები ჩვენი ზეწოლის შედეგად მიიღეს - რომან გოცირიძე
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები უმნიშვნელოა და კანონის ზოგად არსს არ ცვლის.
„ის წვრილმანი ცვლილებები, რომელიც განხორციელდა, იყო ჩვენი ზეწოლის შედეგი, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინეს მობილური საკომუნიკაციო კომპანიების შენიშვნები, რომელიც ძალიან აზიანებს ბიზნესს. მიუხედავად ამისა, ჩვენ განვიხილავთ ამას მცირეოდენ დათმობად. ანუ, როგორც ქართულ ანდაზაშია, ყვავს რომ კაკალი გააგდებინო, ესეც რაღაცას ნიშნავს. ყვავი დარჩა ყვავად, მაგრამ ეს კაკალი მიგვირთმევია უმრავლესობისთვის. ეს აბსოლუტურად არ ცვლის ამ კანონის სულისკვეთებასა და მის მახინჯ ფორმას“, - განაცხადა გოცირიძემ
ახალი რედაქციით, სუს-ის უფროსი აღარ დანიშნავს ფარული მოსმენების განმახორციელებელი სააგენტოს უფროსის მოადგილეებს და აღარ დაამტკიცებს ამ უწყების დებულებას. პრემიერი უკვე კომისიის წარდგინებით დანიშნავს სააგენტოს ხელმძღვანელს.
როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, შეტანილი ცვლილებები „გაცილებით გაზრდის სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხს“. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ განსახილველი დარჩა, თუ ვინ წარუდგენს კომისიას კანდიდატებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


