უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 თებერვალი, 2017 14:10
font-size

ე.წ. ფარული მოსმენების კანონის დაჩქარებული წესით განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაა განპირობებული - გიორგი კახიანი

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ე.წ. ფარული მოსმენების კანონის მესამე მოსმენისას ძირითადად რედაქციული სახის შენიშვნები იქნება განხილული.

ბესელია არ გამორიცხავს კანონში ცვლილებების შეტანას.

„ კომიტეტი [იურიდიულ საკითხთა კომიტეტი] უკვე ემზადება საბოლოო მოსმენისთვის. ესაა ძირითადად, რედაქციული სახის შენიშვნები, ამავე დროს ის მოსაზრება, რომელიც მეორე მოსმენის დროს გამოითქვა, შენიშვნების სახით აისახება დოკუმენტში, შეიცვლება ჩანაწერი, სააგენტოს უფროსი თავად დანიშნავს მოიადგილეებსა და პირველ მოადგილეს“, - განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თვმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, კანონის დაჩქარებულ ვადებში განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაა განპირობებული.

„გარკვეულ ვადებში ვართ მოქცეული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ სასამართლომ თქვა, რომ შესაბამისი კანონმდებლობა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით უნდა იყოს მიღებული 1-ლ აპრილამდე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, მესამე მოსმენით ამ საკითხის რიგგარეშე სხდომაზე განხილვა“, - განაცხადა კახიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი საპარლამენტო ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინიცირებული პროექტის მესამე მოსმენა რიგგარეშე სესიაზე პირველ მარტს გაიმართება, სადაც კანონპროექტის ტექნიკური საკითხები შესწორდება.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი