სამართალი
ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულები პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულები - ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.
მათ 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურათ, რის საფუძველზეც მოსამართლემ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ირაკლი ფხალაძემ განაცხადა, ის პროკურატურის პირადი ტყვე იყო 9 თვის განმავლობაში.
”9 თვეზე მეტია საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს და პროკურატურამ შეგნებულად არ დაკითხა თავისი მოწმეები. რატომ გააკეთა ეს, არ ვიცი. მე ვთვლი, რომ ვიყავი 9 თვის განმავლობაში პროკურატურის პირადი ტყვე. არ მომცეს საშუალება ამ საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩამეტარებინა და წარმომედგინა ის მტკიცებულებები, რომლებიც ნათელს მოჰფენდა საქმეს. 16 წელია საადვოკატო საქმიანობას ვეწევი და ასეთი სიტუაციები ჩემთვის უცხო არ არის. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ გამოძიებას მტკიცებულებები არ აქვს და ალბათ, ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგება”, - განაცხადა ირაკლი ფხალაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


