უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 თებერვალი, 2018 14:05
font-size

ე.წ. ამხანაგური გასამართლების ობიექტი გავხდი - ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრებაზე მოსამართლე მერაბ ლომიძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედმა წევრმა რევაზ ნადარაიამ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის აცილება მოითხოვეს.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, ნადარაია, რომელიც უვადო მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატია, მოსთხოვა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს, შეხვედრა დაეტოვებინა. ამის მიზეზი გახდა დოლიძის კრიტიკა სასამართლო სისტემის მიმართ.

დოლიძის მტკიცებით, ის ე.წ. „ამხანაგური სასამართლოს“ სამიზნე გახდა.

„ე.წ. ამხანაგური გასამართლების ობიექტი კიდევ ერთხელ გავხდი. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები ჩემს საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით სათითაოდ იმეორებდნენ ხან მითითებას, ხან მოწოდებას, ხან ჭკუის დარიგებასა და რჩევას. ჩემზე წნეხს ყველანაირი ფორმით ახორციელებდნენ, რასაც მხოლოდ და მხოლოდ ძველი სტილის „ამხანაგურ სასამართლოს“ დავარქმევდი. აცილების გამოყენების მსგავსი პრაქტიკა, რომ თავიდან ავიცილოთ არაკომფორტული პიროვნება საბჭოს სხდომაზე, ამ შემთხვევაში, მე ვარ, ეს ახალი არაა. მანამდე იყო გამოყენებული სხვა წევრების მიმართ. ვფიქრობ, თუ ეს პრაქტიკა არ გაჩერდა, ის მომავალშიც აქტიურად იქნება გამოყენებული, რათა საბჭომ კომფორტულ რეჟიმში იმუშავოს”, - თქვა დოლიძემ.

გასაუბრებიდან დოლიძის გასვლა გუშინ კიდევ ერთმა კანდიდატმა, მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა მოითხოვა და ამის საფუძველი როგორც დოლიძემ განაცხადა, მისი კრიტიკული განცხადება იყო.

გუშინ ანა დოლიძემ განაცხადა, რომ „ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები“ სასამართლო ხელისუფლებაში კონტროლისა და ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი