პოლიტიკა
ეთიოპიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
ქ. ადის-აბებაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვახტანგ ჯაოშვილმა, რომელმაც მიმოიხილა საქართველოსა და ეთიოპიას, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები.
მიღების პარალელურად გაიმართა ქართული ანბანის სამ სახეობასთან დაკავშირებული გამოფენა. დამსწრე საზოგადოებას ასევე წარედგინა საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეო კლიპები. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.
ღონისძიებას ადის-აბებაში აკრედიტებული ელჩები, ეთიოპიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აფრიკის კავშირის თანამშრომლები, ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ჟურნალისტები, ეთიოპიის საქმიანი წრეების და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


