სამართალი
ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 61 ქართველი დააკავეს
ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ჩატარებული სპეცოპერაცის შედეგად 61 ქართველი დააკავეს.
ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით გამოცემა El Mundo იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეთა კლანში 9 სხვადასხვა დაჯგუფება შედიოდა, ისინი ძირითადად სახლებს აყაჩაღებდნენ.
ქართველებთან ერთად ესპანეთის რვა მოქალაქეც დააპატიმრეს.
სპეცოპერაციის შედეგად 35 ათასი ევრო, ძვირადღირებული ტექნიკა, ძვირფასეულობა და ათასობით კოლოფი სიგარეტი ამოიღეს.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ნაძარცვი თანხის უმეტესი ნაწილი საქართველოში გადარიცხეს.
საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სპეცოპერაცია სახელწოდებით „იკონ 2“ მხარეთა თანამშრომლობის ფარგლებში სამი თვის წინ ჩატარდა, თუმცა ესპანეთის ძალოვანმა უწყებამ ვებ-გვერდზე ინფორმაცია მხოლოდ გუშინ გამოაქვეყნა „ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა ინფორმაცია ოპერაცია“იკონ2“-ის თაობაზე, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 29 ნოემბერს. საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ესპანეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით ასევე მომზადებული არის სპეციალური სატელევიზიო გადაცემა, რომელიც ეთერში ესპანურ არხებზე გუშინ გავიდა. ამ გადაცემაში აღინიშნება, რომ ევროპის საპოლიციო ურთიერთდახმარების ფარგლებში პირველად მოხდა ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმატებული თანამშრომლობა“,-აღნიშნა მედიასთან საუბარში საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წრმომადგენელი მარი ნარჩემაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


