სამართალი
ესპანეთის პოლიციამ ე.წ „ქართული მაფიის“ 48 წევრი დააკავა
ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ე.წ ქართული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, დაჯგუფების 48 წევრი დააკავა.
ამის შესახებ ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,- იტყობინება Taсс.
სამართალდამცავების ინფორმაციით, საუბარია კრიმინალურ დაჯგუფებაზე, რომელთა წევრები ქვეყნის მაშტაბით სახლების ძარცვაში არიან ეჭვმიტანილი.
ოპერაციის ფარგლებში, ასევე ათობით ჩხრეკა ჩატარდა.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა 600 საიუველირო ნაკეთობა, 13 ათასი ევრო და დოკუმენტაცია ამოიღეს.
სამართალდამცავების ქმედების შედეგად, მადრიდსა და მურსში 40-მდე დანაშაულის გახსნა მოხერხდა.
მონიკა დავლიანიძე
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


