უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

21 ოქტომბერი, 2017 17:40
font-size

ესპანეთის მთავრობამ კატალონიის ავტონომია გააუქმა

ესპანეთის მთავრობამ კატალონიის ავტონომიის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ იუწყება El Pais.

მთავრობამ აამოქმედა ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლი, რომელიც აუქმებს კატალონიის ავტონომიას. რეგიონი მადრიდის კონტროლის ქვეშ იქნება.

მინისტრთა კაბინეტის 2-საათიანი სხდომის შემდეგ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რეხოიმ თქვა, რომ ავტომატურად გაუქმდება კარლეს პუიჩდემონის უფლებამოსილება, დათხოვნილი იქნება კატალონიის პარლამენტი.

რეხოის თქმით, არჩევნები კატალონიაში მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჩატარდება.

„ჩემი სურვილია, არჩევნები გამოვაცხადო მაშინვე, როგორც კი ნორმალური სიტუაცია აღდგება“, - თქვა ქვეყნის პრემიერმა.

ეს პირველი შემთხვევაა 1978 წლის კონსტიტუციის მიღების შემდეგ, როცა ესპანეთის მთავრობა ასეთ რადიკალურ ზომებზე წავიდა.

კატალონიის ავტონომიის გაუქმების გადაწყვეტილება ამოქმედდება მაშინ, თუკი შემდეგ კვირას მას მხარს დაუჭერს ესპანეთის სენატი.

ვითარება დედაქალაქსა და ავტონომიას შორის დაიძაბა 1-ელი ოქტომბრის რეფერენდუმის შემდეგ. მაშინ კატალონიაში ხმის მისაცემად საარჩევნო უბნებში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 42.3% გამოცხადდა, რომელთა 90%-მა მხარი დაუჭირა რეგიონის დამოუკიდებლობას.

ანა მებურიშვილი

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი