პოლიტიკა
ესეცაა საზღვრის დაცვის პოლიციის რეფორმირების საჭიროების ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტორი - გიორგი გახარია ისნის სპეცოპერაციაზე
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ისანში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ, რომლის შედეგად აჰმედ ჩატაევი იყო ლიკვიდირებული, საზღვრის დაცვის პოლიციის რეფორმირების საჭიროება დააყენა.
„არის დაწყებული კონკრეტული გამოძიება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ როგორ მოხვდა ეს ხალხი აქ. საზღვრის დაცვის პოლიციის რეფორმირების საჭიროების ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტორია ესეც“, -აღნიშნა გახარიამ დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
გახარიამ ასევე განმარტა, რომ სპეცოპერაცია გაიწელა მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„რეალურად, ამ სპეცოპერაციის დროს ძირითადი ამოსავალი წერტილი იყო მოქალაქეების უსაფართხოება. ამიტომ გაგრძელდა სპეცოპერაცია ამდენი ხნის განმავლობაში. ეს, რა თქმა უნდა, იყო ტრაგედია. თქვენ რომ შეადაროთ მსგავსი ოპერაციები ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს, საკმაოდ კარგად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული“, -თქვა უწყების ხელმძღვანელმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


