უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ოქტომბერი, 2020 17:27
font-size

„ესეც ცედანი. ესეც ქემფერი, ესეც წაბლოვანი...“_ ნატო ჩხეიძე წინასაარჩევნო კამპანიას შიდა ქართლში განაგრძობს

ხაშურში, ქარელსა და გორის სოფლებში გაერთიანებული ოპოზიცი - „ძალა ერთობაშია“- ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობს.

შეხვედრისას ის ადგილობრივების ძირითად პრობლემებს ისმენს და მოსახლეობას გარდამტეხი ცვლილებების მომტან კონკრეტული გეგმას სთავაზობს და გამარჯვების შემთხვევაში, პრობლემების მოგვარებასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას პირდება.

ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:

„დღე ოცდამეხუთე: ცოცხნარა, ნარვანი, ქემფერი, ცედანი, წაბლოვანა

“ჯოტო აღარ მინდა, ალიოშა მინდაოო” - მეუბნება კაფანდარა მოხუცი ქალი.

გამიმართლა.

ალიოშა ჩვენია, ჩვენს შტაბშია, ჩვენთან ერთად დადის სოფელ- სოფელ.

ასეა საქმე, დიდად არც პროგრამა უნდათ შენი და არც გეგმა და არც ვალდებულება, -

გზა უნდათ, რომ ტლაპოში არ იარონ,

წყალი უნდათ, რომ პირი გაისველონ, სანიაღვრე არხი უნდათ, რომ წვიმამ ეზო- კარი არ წაიღოს და ალიოშა უნდათ, ჩემი შტაბის ალიოშა.
ჯოტო აღარ უნდათ.

ჯოტო ან ალიოშა, - ეს არის მოსახლეობის მარშალის გეგმაც და ადმირალის პატაკიც:)

“ ბირჟაზე “ შეკრებილან , ჯოხებს დაბჯენიან, ძირს იყურებიან , მიწისკენ ან სადღაც იქით, შორს, თავისიანი რომ ეგულებათ და ხან ფიქრობენ და ხანაც ერთმანეთს თითო- ოროლა სიტყვას გადაუგდებენ, ხანაც ენას მოიწყლიანებენ და ამ მთისას თუ იმ ბარისას ერთმანეთს აფარებენ...
დამინახავენ,

გულს მიშლიან.

“ მგელი არ მოკლათ, ჯარიმაა 500 ლარიო, ძაღლი არ მოკლათ, ჯარიმაა 800 ლარიო,

ხე არ მოჭრა, ჯარიმაა 1000 ლარიო, გაგვიწყვიტა მგელმა ქათმები, დაგვკბინეს გაავებულმა ძაღლებმა, ვკანკალებთ სიცივისგან...

ჯანდაბას, გავუძლებთ, ოღონდაცა ეს მგელკაცები მოგვაშორენით...

ნამდვილ მგელს რაღას ვერჩით, ორი ქათამი ყოფნით, იმათაც კუჭი დაუპატარავდათ თუ რა არის და ამ მგელკაცების მუცელი ვეღარ გაძღაო... ისინი მოგვაშორეთ, ისინი, გელკაცებიო...”

ესეც ცედანი. ესეც ქემფერი, ესეც წაბლოვანი...

ისედაც პატარა სოფელები კიდევ უფრო დაპატარავებულან, წასულია მოსახლე, თითზე ჩამოსათვლელი კომლიღაა დარჩენილი.

“ სურათი გადამიღე, გამოაკარით, ქვეყანამ გაიგოს აი, ამის გვერდით რომ ვარო”- ამბობს ქსენია ბებო და თვალს მიკრავს: “ რომ აგირჩევ და მოვალ შენს ოფისში, აგერა, ამ სურათს მოვიტანო”.

იღიმიან, დარდიანად იღიმიან ჩემი ქართლელები.

კაი განუხჩული გოგო რომ დავინახე ღობეზე მიკრული, ხმას ამას უნდა მუვცე - მეთქი , ვთქვი და აქ არ გამმეცხადე?..” - ესეც მერი ბებოა, ესეც იღიმის, ესეც ჯოხს ებჯინება, ესეც შორეთს გაჰყურებს.

სოფელი და ბებიები და პაპები, აქა- იქ ჭარმაგები და აქა- იქ ბალღები. მიწას ჩასცქეტიან და შორეთს გასცქერიან.

არც ისე შორია არჩევნებამდე...“ - წერს ნატო ჩხეიძე.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი