პოლიტიკა
ესაა საქართველოს ხელისუფლების მორიგი მცდელობა, რომ ხელი დააფაროს დამნაშავეებს - ოთარ კახიძე ვანო მერაბიშვილის საქმეზე
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე გამოეხმაურა პროკურატურის განცხადებას, ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანაზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის შესახენ.
კახიძის განცხადებით, გამოძიება ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან ემსახურებოდა ნამდვილი დამნაშავეების დაფარვას.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ [პროკურატურას] გაუჩნდათ ვალდებულება, რომ ფორმალურად გამოეძიებინათ ეს საქმე. ჩემი შეფასებით, ესაა საქართველოს ხელისუფლების მორიგი მცდელობა, რომ ხელი დააფაროს დამნაშავეებს, ვინც დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსი, უკანონოდ გაიყვანეს ივანე მერაბიშვილი საკნიდან, დააშანტაჟეს, მასზე მოახდინეს ფსიქიკური ზეწოლა. დანაშაული არის ჩადენილი და ეს დანაშაული ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოაშკარავდება“, - განცხადა კახიძემ
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ვანო მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. უწყების განმარტებით, საქმის მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა „ივანე მერაბიშვილის 2013 წლის 14 დეკემბერს №9 პენიტენციური დაწესებულებიდან უკანონო გაყვანის ფაქტი“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


