პოლიტიკა
ესაა მცდელობა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის გვერდის ავლით მოხდეს დასაქმება ან თანამშრომლების გათავისუფლება, რაც არაკონსტიტუციურია - ნინო ლომჯარია
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებული ინიციატივა არის მცდელობა იმისა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის გვერდის ავლით მოხდეს დასაქმება ან თანამშრომლების გათავისუფლება, რაც არაკონსტიტუციურია“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმად, ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამართლებრივი სტატუსი ეცვლებათ.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ნამდვილად კონსტიტუციისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ ინიცირებული კანონპროექტი. საჯარო სამსახურის რეფორმა განხორციელდა სწორედ იმის გამო, რომ პოლიტიკურ ცვლილებებს არ მოჰყოლოდა პროფესიული საჯარო მოხელეების ცვლილება საჯარო სამსახურში. ჩემი აზრით, აღნიშნული ინიციატივა არის მცდელობა იმისა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის გვერდის ავლით მოხდეს დასაქმება ან თანამშრომლების გათავისუფლება, რაც არის როგორც არაკონსტიტუციური, ასევე წინააღმდეგობაში მთელ იმ რეფორმის სულისკვეთებასთან, რაც პოზიტიურად იყო შეფასებული“,- განაცხადა ლომჯარიამ.
კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო მოხელეები ჩაითვლებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


