პოლიტიკა
ესაა კრიზისის შემქმნელი კონსტიტუცია - რომან გოცირიძე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტს „კრიზისის შემქმნელი კონსტიტუცია“ უწოდა. დეპუტატის თქმით, ხელისუფლებას ამ დოკუმენტის მიღება არ შერჩება.
„ესაა კრიზისის შემქმნელი კონსტიტუცია. არავინ არ შეეგუება ამ ძალადობას. ჩვენ მივმართავთ ყველა კანონიერ ზომას. ეს შეიძლება იყოს დღეს, ხვალ, შეიძლება იყოს ერთი თვის შემდეგ, მაგრამ ასეთი სახის კონსტიტუციის მიღება ხელისუფლებას არ შერჩება“, -აღნიშნა გოცირიძემ.
მისი თქმით, ენმ-ი დაესწრება სხდომას.
„მივიღებთ მონაწილეობას განხილვაში, ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რაც კია შესაძლებელი როგორც დარბასში, ასევე ქუჩაში, როგორც კალმით, ასევე სიტყვით. ჩვენ ხალხს გავაგებინებთ, რომ ეს ხელისუფლება არის უზურპატროი“, -თქვა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, დღეს ქუთაისის პარლამენტში 14 საათზე რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც მესამე მოსმენით კენჭი უნდა უყარონ საკონსტოტუციო ცვლილებათა კანონპროექტს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


