უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 დეკემბერი, 2018 13:40
font-size

ესაა იმ ტენდენციის გაგრძელება, რომელიც მიმართულია პრეზიდენტის ინსტიტუტის დასაკნინებლად - ანა ნაცვლიშვილი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა კიდევ ერთხელ გააპროტესტა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც დღეს პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ წარუდგინა.

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო მეთაურს სახელმწიფო დაცვა სიცოცხლის ბოლომე აღარ შეუნარჩუნებდა.

ანა ნაცვლიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი კანონპროექტში წარდგენილ ცვლილებებს არ ეთანხმება, რადგან ესაა იმ ტენდენციის გაგრძელება, რომელიც მიმართულია პრეზიდენტის ინსტიტუტის დასაკნინებლად.

„ჩვენ ქვეყანაში წლების განმავლობაში ვხედავთ თანმიმდევრულ, მიზანმიმართულ და კარგად გააზრებულ საკანონმდებლო პოლიტიკას, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებების შეკვეცისა და მთლიანად წაღებისაკენ არის მიმართული. ვხედავთ ნაბიჯების გადადგმას, რომ ამ მნიშვნელოვანი პოზიციის უფუნქციობას გაესვას ხაზი. ეს საკანონმდებლო ინიციატივა ზუსტად ჯდება ამ კონტექსტში. ერთ-ერთი ბოლო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც განხორციელდა, არის ის, რომ სახელმწიფოს მეთაურს სახელმწიფო ჯილდოს მინიჭების უფლებამოსილება აღარ დაუტოვეს, თუ ამაში პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე არ ჩაერევა. ამ თანმიმდევრულობითა და პრინციპულობით საკანონმდებლო ორგანოს ქვეყნისთვის საჭირო საკითხებზე რომ ეზრუნა, ალბათ, ცოტა უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე შეფასებით, არის სერიოზული საკითხები, რაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ მომზადებულ კანონპროექტში გააზრებული არ არის.

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით, პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ სახელწიფო დაცვა მხოლოდ ერთი წლით შეუნარჩუნდებათ. ერთი წლის გასვლის შემდეგ კი, აღნიშნულ პირებს სახელმწიფო დაცვა მთავრობის გადაწყვეტილებით გაუგრძელდებათ, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი