პოლიტიკა
ესაა იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში აგრესიულად ახორციელებს - მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აფხაზეთში პუტინის შესაძლო ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა, რომ ესაა რუსეთის ოკუპაციური პოლიტიკის გაგრძელება.
,,ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში აგრესიულად ახორციელებს. ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმის შელახვად და ასევე ძალისმიერი მეთოდებით დაკანონების მცდელობად. შესაბამისად, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით, გავაგრძელებთ კონსტრუქციულ მშვიდობაზე ორიენტირებულ ყველა ნაბიჯის გადადგმას, რათა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდეს, რათა მოხდეს შერიგება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“,- თქვა ჯანელიძემ.
ჯანელიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რაც საქართველოს დარჩენილმა ნაწილმა მიაღწია.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ვითარება, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ის პოზიტიური მოვლენები, ინტეგრაციული პროცესები, რომელიც ემსახურება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას და მათ განვითარებას, იყოს ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და აუცილებლად ისინიც ერთ დღეს ისარგებლებენ ყველა ამ სიკეთით, რომელიც თან ახლავს საქართველოს განვითარებას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, РБК-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს 8 აგვისტოს - რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავზე ეწვევა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


