პოლიტიკა
ეს შენობა არის მკვლელების, ესენი მფარველობენ ჩემი შვილის მკვლელებს. ძირს „ქართული ოცნება“, მკვლელების „ოცნება“! - ზაზა სარალიძე
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მოითხოვა, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე და საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სოსო გოგაშვილი საპროტესტო აქციაზე გამოსულიყო.
„გოგაშვილო, გამოდი, თუ ხარ კაცი! ეს ადამიანი აქ არ უნდა იჯდეს, ეს ადამიანი უნდა იყოს უვადოდ ციხეში, იმიტომ რომ მისი დავალებით, პირადად, მან მოკლა თემირლან მაჩალიკაშვილი! ეს შენობა არის მკვლელების, ამათ დაგვიხოცეს შვილები, ესენი მფარველობენ ჩემი შვილის მკვლელებს. ძირს „ქართული ოცნება“, მკვლელების „ოცნება“! გამოდით გარეთ, თქვე არაადამიანებო, მდინარაძეებო, ბესელიებო, თქვე მკვლელებო და თქვე მკვლელების მფარველებო! გოგაშვილო, გამოდი, მაგრამ თქვენ კაცობას სად გაქვთ, თქვენ მხოლოდ ტელევიზიებიდან იცით ჩვენი დამცირება. ვერ ეღირსებით ჩვენს დამცირებას!“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ „ქართული ოცნების“ ოფისთან.
აქციის მონაწილეები სოსო გოგაშვილის დასჯას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, სწორედ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას, რომელიც პანკისში გასულ წელს ჩატარდა და რომელსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მმართველი პარტიის ოფისთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


