უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

9 ნოემბერი, 2016 11:25
font-size

ეს საქმე დაემსგავსება სხვა საქმეებს, რომლებმაც შეიწირა წინა ხელისუფლება - ადვოკატი მტკვარში ნაპოვნი ახალგაზარდას საქმეზე

მიმდინარე წლის აგვისტოში, მტკვარში ნაპოვნი ზურაბ ხუციშვილი-ელიბაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი, ლაშა შუკაკიძე და გამოძიებას საქმის უმოქდებობაში ადანაშაულებს.

შუკაკიძე ფიქრობს, რომ საქმე ეხება მკვლელობას, რომელსაც გამოძიება ,,საგანგებოდ მალავს.’’

ადვოკატის ინფორმაციით, ზურაბ ხუციშვილი-ელიბაშვილი მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მიემართებოდა თბილისის აეროპორტში დედასთან და მის ძმასთან შესახვედრად, რა დროსაც ის პოლიციამ გააჩერა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ტერიტორიაზე.

,,გააჩერეს. შემდეგ ის დაუყოვლებლივ მოტრიალდა და გამოემართა უკან სახლისკენ, მტკვრის მარცხენა სანაპიროთი. ჩოლოყაშვილის ხიდთან ის კვლავ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ იქნა გაჩერებული, რაც ჩვენ კამერებში ვნახეთ და დავაფიქსირეთ. ამის შემდეგ იკარგება ამ ადამიანის კვალი. მას შემდეგ 3 აგვისტოს ეს ადამიანი უკვე გარდაცვლილი აღმოაჩინეს მტკვარში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთი განცხადება შევიტანეთ სასამართლოში, პროკურატურაში და ასე შემდეგ, პროკურატურა, პოლიცია ამ საქმეს საგანგებოდ მალავს. დაზარალებულადაც კი არ ვიქენით ჩვენ ცნობილი იმისათვის, რომ მასალები ოფიციალურად მიგვეღო ამ საქმეში, კამერის ჩანაწერები და ასე შემდეგ.

ამ მდგომარეობას ამძაფრებს ის ფაქტი, რომ როდესაც დედამისი მივიდა გამომძიებელთან, გამომძიებელმა მას მიაყენა შეურაცხყოფა და უთხრა, რომ შეეწყვიტა ამ საქმეზე დევნა, დაევიწყებინა ყველაფერი და მიეხედა გარდაცვლილისთვის. ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი და მოვუწოდებთ გამომძიებელსაც და ამ საქმეში მონაწილე ყველა პირს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ზურაბ ხუციშვილი-ელიბაშვილის მკვლელობის ფაქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვპირდებით, რომ ეს საქმე დაემსგავსება სხვა საქმეებს, რომლებმაც შეიწირა წინა ხელისუფლება. საქმეს ამჟამად აქვს კვალიფიკაცია - თვითმკვლელობამდე მიყვანა.

ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს იყო მკვლელობა. ადამიანი აბსოლუტურად მშვიდად მიემართებოდა თავის ოჯახთან შესახვედრად. პოლიციამ გააჩერა ნიკოლოზის ეკლესიასთან, იქ ჩვენთვის გაურკვეველია, რა მოხდა, რა დროსაც ის დაუყოვნებლივ მოტრიალდა და წამოვიდა უკან. მას შემდეგ მას მოყვება მთელი გზა საპატრულო ეკიპაჟი, აჩერებს კვლავ და შემდეგ ადამიანია ქრება, იკარგება’’, - განაცხადა ადვოკატმა.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი