პოლიტიკა
ეს საკრებულოს დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება და კაბინეტებში დადგმული შოუა - თედო კობახიძე
თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, თედო კობახიძის ინფორმაციით, 2014 წლიდან იურიდიულ კომისიას 5 თანამშრომლის მიმართ 32 000 ლარზე მეტი მოცულობის პრემია აქვს გაცემული.
კობახიძემ თბილისის საკრებულოს სხდომის გახსნისას უარყო ის ბრალდებები, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მის მიმართ გამოითქვა იურიდიული სამსახურის 5 თანამშრომლის მხრიდან.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მის შესახებ რუსთავი 2-ის სატელევიზიო სიუჟეტში გასულ ფაქტებს სრული სიცრუე უწოდა და საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები არასწორი განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.
კობახიძის განცხადებით, ტელევიიზით გასული სიუჟეტი არა მისი, არამედ საკრებულოს დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედებაა და კაბინეტებში დადგმული შოუა. თედო კობახიძემ უარყო, რომ იურიდიული სამსახურის 5 თანამშრომელი რაიმე ზეწოლას განიცდიდნენ. ამის დასადასტურებლად კი, მან ის ფაქტი დაასახელა, რომ 2014 წლიდან ამ 5 თანამშრომელზე 32 000 ლარის პრემიაა გაცემული.
”არავითარი შეზღუდვა მათ მიმართ არ ყოფილა და ეს არის დისკრედიტაცია საკრებულოსი და ნაძირლობა ამ თანამშრომლების მხრიდან. მათ შეცდომაში შეიყვანეს დეპუტატები. თუმცა, საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს არ ჰქონიათ სურვილი სიტუაციაში გარკვეულიყვნენ”, - განაცხადა კობახიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


