პოლიტიკა
ეს საკითხი სერიოზულ პასუხსაც არ იმსახურებს - გიგა ბოკერიამ გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსეთში მიღებული განათლება უმნიშვნელო საკითხად შეაფასა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მტკიცებით, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსეთში მიღებული განათლება უმნიშვნელო საკითხია.
ჟურნალისტებმა ბოკერიას პოლონეთის მაგალითი გაუხსენეს, როდესაც ქვეყნის საგარეო უწყებიდან დაითხოვეს ყველა, ვისაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. კითხვაზე, ხომ არ უჭირავს ,,ქართულ ოცნებას” კოზირი, რადგან გრიგოლ ვაშაძეს მოსკოვის დიპლომატიური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ბოკერიამ უპასუხა, რომ აღნიშნული კითხვა სერიოზულ პასუხს არ იმსახურებს.
„პოლონეთის გადასაწყვეტია, რა სტანდარტებს დაუწესებს საკუთარ დიპლომატებს. საქართველოს შემთხვევაში კი, როდესაც მეორე მხარეს არის საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას, უარყოფითად უყურებს ნატო-ს წვრთნების ჩატარებას და ეთნიკურ შუღლს აღვივებს, ეს საკითხი იმდენად არარელევანტურია, რომ სერიოზულ პასუხსაც არ იმსახურებს“, -განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ძალადობრივი მეთოდებითა და სამოქალაქო ომის მუქარით ცდილობს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას.
„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას კოზირი კი არ უჭირავს ხელში, დგას საფრთხის წინაშე, რადგან მმართველი გუნდი და ივანიშვილი ძალადობრივი მეთოდებით და სამოქალაქო ომის მუქარით ცდილობენ, გახადონ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა“,-განაცხადა ბოკერიამ.
გრიგოლ ვაშაძეს მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. შედგომში ის საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში მუშაობდა.
ცნობისთვის, პოლონეთში საგარეო საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლდა ყველა კადრი, რომელიც წარსულში საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, ან რუსეთის ერთ-ერთი პრესტიჟული დიპლომატიური სკოლა აქვს დამთავრებული.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


