უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

8 ოქტომბერი, 2018 17:25
font-size

,,ეს ქალბატონი არის პროკურატურის ჯიბის ექსპერტი“ - ვინ არის ასმათ მატუშევსკაია, რომელმაც “ომეგა ჯგუფის” საქმეში აუდიოჩანაწერებზე დასკვნა დადო

რას წარმოადგენს ექსპერტი ასმათ მატუშევსკაია, რომელმაც “ომეგა ჯგუფის” საქმეში აუდიოჩანაწერებზე დასკვნა დადო - აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავთა რეფორმირების ცეტრში ბრიფინგი გაიმართა.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა მტკიცებით, სწორედ მატუშევსკაიას გვარი უკავშირდება ყველა იმ გახმაურებულ საქმეს, სადაც პროკურატურა გაცემულ დასკვნებს ეყრდნობა.

კერძოდ, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ დონაძე აცხადებს, რომ მატუშევსკაია საკუთარი საქმიანობის დროს ყოველთვის რუსი ექსპერტების სამეცნიერო ლიტერატურას იყენებს, რაც დამატებით ეჭვებს აჩენს.

,,ეს ქალბატონი არის პროკურატურის ჯიბის ექსპერტი. არ მომერიდება ამ სიტყვის თქმის. ეს ქალბატონი არის ასმათ მატუშევსკაია, რომელიც მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში და ამ ქალბატონს შეუძლია ამ თეთრ ფურცელზე დაწეროს დასკვნა და თქვას, რომ ეს არის შავი.

ამ ქალბატონის სახელი და გვარი უკავშირდება ჟვანიას საქმეს, რომელშიც ის საკუთარი დასკვნით ჩვენებას აძლევს სასამართლოს ლევან ჩაჩუას - მისი კოლეგის წინააღმდეგ.

ამ ქალბატონის სახელი და გვარი ვარდება 2014 წელს ხელახლა აღძრულ საქმეში კოდუა-პატარკაციშვილის ჩანაწერში.

ამ ქალის სახელი და გვარი ამოვარდა ტელეკომპანია ,,იბერიას“ საქმეში, რომელიც პირდაპირ წერს, რომ არის მონტაჟები და ასე შემდეგ.

ამ ქალის სახელი და გვარი 2 თვის წინ ჩვენ პირველად გავიგეთ რობაქიძის საქმეში, სადაც დადო ახალი დასკვნა პროკურატურის შეკვეთით, რომელიც ცდილობს გააბათილოს ჩვენი 6 დასკვნა, მათ შორის ფედერალური ბიუროს დასკვნა“, - განაცხადა გურამ დონაძე.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი