სამართალი
ეს პროტესტი არ უკავშირდება იმას, რომ ვინმე ჩვენ არ გვხვდება, არამედ იმას, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს სრულფასოვნად - ძმები გამსახურდიების ადვოკატი
„ამ პროტესტის მიზანი არის არა პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრა, არამედ ქმედითი ღონისძიებების განხორციელება, რაც არა საქმის გამომძიებელსა და პროკურორს შეუძლია, არამედ პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებს. კერძოდ, საქართველოს მთავარ პროკურორს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურასთან კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განუცხადა, რომელმაც უპასუხა კითხვას, რატომ არ ისარგებლეს მათ პროკურატურის მიერ დაშვებული საშვებით.
გიგუაშვილის თქმით, იმ ფორმატში შეხვედრას, რასაც პროკურატურა მათ სთავაზობს, აზრი არ აქვს. ადვოკატმა აღნიშნა, რომ მათ სჭირდებათ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საქმის დროულ გამოძიებაზე, პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირების მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები.
„საქმის გამომძიებელთან და პროკურორთან მე, როგორც ადვოკატს, ხშირი შეხვედრები მაქვს და მათთან კომუნიკაციის პრობლემა არ მქონია. რაც შეეხება კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებს, საქმის პროკურორთან და გამომძიებელთან შეხვედრაზე ისინი უარს აცხადებენ, იქედან გამომდინარე, რომ ეს იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის. ჩვენ გვჭირდება ამ საქმეზე პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირების მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები. ეს პროტესტი არ უკავშირდება იმას, რომ ვინმე ჩვენ არ გვხვდება. პროტესტი არის იმის, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს სრულფასოვნად. დარჩენილ ორ კვირაში შეუძლებელია ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, თუ ყველამ ერთად არ იმუშავა. როგორც პროკურატურამ , ისე სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, თუ სახელმწიფო სისტემა ერთიანად იმუშავებს, პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიება შესაძლებელი იქნება.
როგორც გიგუაშვილმა აღნიშნა, ამ საქმის გადაწყვეტას სჭირდება არა მხოლოდ პროცესუალური და სამართლებრივი ნება, არამედ პოლიტიკური.
„ორ კვირაში პროკურატურამ და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად“, – განაცხადა ადვოკატმა.
კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა საქართველოს პროკურატურის მისაღებში დღეს შიმშილობა დაიწყეს. ისინი ზვიად გამსახურდიას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და იმ პირთა დასჯას ითხოვენ, რომლებიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის დევნასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ. 31 დეკემბერს კი საქმეს ხანდაზმულობის ვადა გადის
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


