პოლიტიკა
ეს მართლაც ისტორიული მომენტია - ეკა ბესელია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ახალი კონსტიტუცია უზრუნველყოფს ძლიერი საპარლამენტო მოდელის შექმნასა და მოქალაქეთა უფლებების დაცვას.
„გადაუჭარბებლად ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც ისტორიული მომენტი, როდესაც ქვეყნის ძირითად კანონში შესატან, პრაქტიკულად სრულიად ახალი რედაქციის ცვლილებებს მთელმა უმრავლესობამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. 115 დეპუტატი დღეს იზიარებს იმ პრინციპებს, რომლითაც ქვეყანას ექნება ახალი სტანდარტი. ეს არის კონსტიტუცია, რომლითაც ძლიერი საპარლამენტო მოდელი გვექნება. იქნება მაკონტროლებელი ინსტიტუტი, ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს სახით, ეფექტური მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი.
ეს არის კონსტიტუცია, რომელიც დააზღვევს რისკებს, პოლიტიკურ კრიზისებს. მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების რეალურ დაცვას. ეს მართლაც არის ისტორიული ეტაპი და ჩვენ ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ახლავს ამ კონსტიტუციური ცვლილებების პროცესს", -განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პარლამენტმა 115 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტს. სხდომას საპარლამენტო ოპოზიცია არ დასწრებია, რადგან მათ საკონსტიტუციო განხილვებს ბოიკოტი გამოუცხადეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


