პოლიტიკა
ეს კვირა რისკია და საზოგადოების პროტესტი მესმის, პირადად მე ამ პროტესტს ვუერთდები - ოთარ დანელია უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების საკითხზე
აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას აზრით, მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი კვირის განმავლობაშიც კი რისკებს შეიცავს. დანელიამ აღნიშნა, რომ იმ ადამიანების პროტესტს უერთდება, ვინც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
„რისკები არსებობს. მიმდინარე კვირა შეიძლება შეფასდეს, როგორც რისკიანი. 16 დეკემბრიდან ძალაში ახალი კონსტიტუცია შედის, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებზე მიწის საკუთრებას კრძალავს. ეს კვირა რისკია და საზოგადოების პროტესტი მესმის. პირადად მე ამ პროტესტს ვუერთდები. პროცედურულად სასურველი იყო, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო, მინიმუმ ინაუგურაციამდე, რაც თავიდან ბევრ პრობლემას აგვაცილებდა. მორატორიუმი აუცილებელი იყო”, – განაცხადა დანელიამ.
დეპუტატის ცნობით, ახალი კონსტიტუციის საფუძველზე მომზადებული ორგანული კანონის პროექტი უკვე მომზადებულია, რომლის ინიცირებაც მას შემდეგ მოხდება, რაც გადაწყვეტილებას უმრავლესობა მიიღებს.
პარასკევს საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო, რის გამო ის ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა. საქმე ისაა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


