პოლიტიკა
ეს ყველაფერიც მომდინარეობს სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმიდან - ია მეტრეველმა ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა
„წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ამ ადგილს, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 7 ნოემბერს დაარბია ჩვენი თანამოქალაქეები“, – ამის შესახებ აქციის „გვახსოვს 7 ნოემბერი“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა პარლამენტის შენობის წინ განაცხადა.
აქციის მონაწილეებმა ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მოაწყვეს. ისინი მცირე ხნით პარლამენტის შენობასთან შეჩერდნენ, სადაც ასევე აქციას მართავენ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი. ია მეტრეველმა მათ სოლიდარობა და სამძიმარი გამოუცხადა.
„მეგობრებო, ეს ის ადგილია, სადაც 7 ნოემბერს სასტიკად გაგვისწორდნენ. მოდით, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ამ ადგილს, სადაც ნაციონალურმა მთავრობამ 7 ნოემბერს დაარბია ჩვენი თანამოქალაქეები, სადაც დაიღვარა ქართველი ხალხის სისხლი. ასევე აქ იმყოფებიან შვილმოკლული მამები და მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო მათ. ჩვენ მათ მიმართ ვართ სოლიდარულები და ღმერთმა არ ქნას, რომ ჩვენს ქვეყანაში განმეორდეს ასეთი ფაქტები, როდესაც ბავშვები, მოზარდები, ერთმანეთს სასტიკად უსწორდებიან.
მინდა, ვთქვა, რომ ეს ყველაფერიც მომდინარეობს სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმიდან, როდესაც ბავშვები მთელი ცხრა წელი აგრესიის მეტს არაფერს არ უყურებდნენ არც ტელევიზიით, არც რადიოთი, არც კომპიუტერით და ესმოდათ მხოლოდ დაიჭირეს, მოკლეს, გააუპატიურეს, სახლებში შეუვარდნენ. ნიღბებით გამოჰყავდათ და ბავშვების თვალწინ აპატიმრებდნენ ოჯახის წევრებს. აი, სწორედ ამ აგრესიამ გამოიწვია და გამოიღო შედეგი, რომ დღეს ბავშვები ქუჩაში ასე სასტიკად უსწორდებიან ერთმანეთს.
რა თქმა უნდა, სოლიდარულები ვართ. რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია ქართველი ერისთვის. ეს აღარ უნდა განმეორდეს. მე თანავუგრძნობ მათ და რა თქმა უნდა, აუცილებლად ვუსამძიმრებ. დღეს კი აქ ვართ შეკრებილი 7 ნოემბრის აღსანიშნავად. მშვიდობიანად ჩავივლით. ახლა ჩვენ მივალთ თავისუფლების მოედანზე და დავიშლებით მშვიდობიანად. ეს დღე იყო იმ ტრაგედიის, იმ ტრაგიკული დღის გახსენება, რაც გამოვიარეთ ნაციონალური რეჟიმის დროს“, – განაცხადა ია მეტრეველმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


