პოლიტიკა
„ეს ყველაფერი ხდება იმისათვის, რომ რეჟიმი შეიცვალოს საქართველოში“ - „ევროპულმა საქართველომ“ და ენმ-მ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს
„ევროპულმა საქართველომ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, 3-პუნქტიანი მემორანდუმი გააფორმეს.
შეთანხმების თანახმად, ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭერენ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის კანდიდატებს, ხოლო საარჩევნო კამპანიის პერიოდში თავს შეიკავებენ ურთიერთკრიტიკისგან.
პარტიები შეთანხმდნენ, რომ მხოლოდ არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა და მაქსიმალურად მოახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას.
„ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს ყველაფერი ხდება იმისათვის, რომ რეჟიმი შეიცვალოს საქართველოში. ამისათვის, ბუნებრივია, ყველანაირი საღი აზრიც ამას გვეუბნება, რომ საჭიროა ყველა პროდასავლურად მოაზროვნე პოლიტიკური ძალის ერთიანობა, განურჩევლად იმისა, ვის რა უთანხმოება, თუ წყენა ჰქონდა შორეულ თუ ახლო წარსულში. ეს ჩვენი მოვალეობაა, თუკი ვართ სერიოზული პოლიტიკოსები, მაქსიმალურად გადავდოთ გვერდზე ის, რაც ერთმანეთს გვაშორებს, რაც კონფლიქტურია ჩვენ შორის და წინა პლანზე წამოვწიოთ ის, რაც გვაახლოებს, იმისათვის, რომ სწორედ საქართველო გადავარჩინოთ ამ ჭირისგან , რასაც ჰქვია ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც, ვხედავთ, ქვეყანას შიგნიდან ჭამს“, - განაცხადა ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მემორანდუმი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის შუამავლობით გააფორმეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


