უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 აგვისტო, 2025 12:45
font-size

ეს კომისია საქართველოს ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობის ბინძური კომისიაა - თინა ბოკუჩავა

ღალატის კომისიის თითოეული წევრი მეორე თაობის საბჭოთა ჯალათთან, თეა წულუკიანთან ერთად დაისჯება, პასუხს აგებს ქართული სახელმწიფოს და დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე, დიახ, ღალატის კომისიის თითოეული წევრი აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე და ეს ძალიან მალე მოხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საქართველოს ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობის ბინძური კომისია.

„ეს არის კომისია, საქართველოს ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობის ბინძური კომისია. ეს არის კომისია, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ საქართველოს დადანაშაულებას ომში, არამედ იმ დროინდელი უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულებას, რომელიც სწორედ პუტინის დაკვეთით დღესაც იხდის სასჯელს, რომ შექმნა თანამედროვე, წარმატებული ქართული სახელმწიფო და ეს სახელმწიფო არ დაუთმო მტერს 2008 წელს. დიახ, ეს არის პუტინის დაკვეთით, რუსეთის დაკვეთით შექმნილი რუსული კომისია რუსული ამოცანების და რუსული მიზნების შესასრულებლად, ეს არის ღალატის კომისია, რომლის თითოეული წევრი და არა მხოლოდ, მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი – თეა წულუკიანი, რომლის თითოეული წევრი დაისჯება და პასუხს აგებს ქართული სახელმწიფოს და დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დიახ, ღალატის კომისიის თითოეული წევრი აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე და ეს მოხდება ძალიან მალე ქართველი ხალხის მიერ მოტანილი ცვლილებების შედეგად, რომელსაც მოვიტანთ, დიახ, მშვიდობიანი რევოლუციით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სიტყვა რევოლუციის ძალიან ეშინია და სწორადაც ეშინია, რადგან ნამდვილი სახალხო რევოლუცია არის ხალხის კონსოლიდაცია, ხალხის ერთიანობა და ხალხის ძალის მოქმედებაში მოყვანა.

„ეს არის ნამდვილი სახალხო რევოლუცია, ერთი ქალის რევოლუციაა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ – მზია ამაღლობელი, რომლის ბრძოლა, გაუტეხელობა ნამდვილად იქცა ამ ბრძოლის სიმბოლოდ და რომლის სიჩუმე ხანდახან ყველა ყვირილზე უფრო ხმამაღალია. ძალიან საგულისხმოა, რომ სწორედ დღეს ერთ-ერთი ამ ბრძოლის სიმბოლოს განაჩენი დაამთხვია ივანიშვილის რეჟიმმა მისი წარმოდგენით განაჩენს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეიგნონ ივანიშვილმა და მისმა ამფსონებმა – უსამშობლო უღირებულებო მონებო, ფულზე დახამებულებო, ვერასოდეს შეიგრძნობთ სამშობლოს სიყვარულის ძალას“, განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იქნება ქართული სახელმწიფოს გადარჩენის ბრძოლის ავანგარდში, მთავარი ფლაგმანი იქნება და მოიტანს ცვლილებებს ქვეყნისთვის ქართველ ხალხთან ერთად.

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც პრეზიდენტ სააკაშვილთან და მის გუნდთან ერთად შექმნა თანამედროვე სახელმწიფო, ყოველთვის იქნება ქართული სახელმწიფოს გადარჩენის ბრძოლის ავანგარდში, ყოველთვის იქნება ამ ბრძოლის მთავარი ფლაგმანი და, რაც არ უნდა წეროს და იკითხოს მეორე თაობის საბჭოთა ჯალათმა, თეა წულუკიანმა, სწორედ ეს ძალა მოიტანს ცვლილებებს ჩვენი ქვეყნისთვის ქართველ ხალხთან ერთად. „ნაციონალური მოძრაობა“ ვართ ადამიანების გუნდი, რომლებსაც გვაერთიანებს იდეა – ერთიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი, წარმატებული, ევროპული, ქართული სახელმწიფოს იდეა და ქართული სახელმწიფოს იდეა უკვდავია, მარადიულია. მას ვერაფერი დააკლო პუტინმა და ვერაფერს დააკლებს ივანიშვილის მონები. დღევანდელი დასკვნა ვერაფერს დააკლებს ჩვენს საერთო ბრძოლას, ეს არის სამშობლოს მოღალატეების საბრალდებო დასკვნა, განაჩენი, რომელთა მოღალატეობრივ მმართველობას აუცილებლად დაამხობს ქართველი ხალხი. ამ ბრძოლაში ყველაზე სანდო, საიმედო, ძლიერი და უღალატო ქართველი ხალხის იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა ვერ დაშალა, ვერ გატეხა, ასე იყო სულ, ასე არის დღეს და ასე იქნება ქართველი ხალხის გამარჯვებამდე. თავისუფლება მიშას, თავისუფლება მზიას, თავისუფლება ნინოს და თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ - „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე“ მუშაობა დაასრულა და 430 გვერდისგან შემდგარი დასკვნის პროექტი წარადგინა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი