პოლიტიკა
ეს ხელისუფლება არის რეალურად დამთავრებული, ისინი ახლა სრულ პანიკაში არიან - მიხეილ სააკაშვილი
„ეს ხელისუფლება არის რეალურად დამთავრებული“ , - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ წამყვანის შეკითხვას, თუ ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლამ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს მოქმედი ხელისუფლება
„მე ვფიქრობ, ეს ხელისუფლება არის რეალურად დამთავრებული. ისინი ახლა სრულ პანიკაში არიან. ივანიშვილი ძალიან გათავხედდა. ვანო ჩხარტიშვილი ჩემს დროს იყო გაქცეული საქართველოდან სწორედ ასეთი რამეების გამო, იმიტომ რომ ის სძალავდა ხალხს ფულს და რაღაც მომენტში აღარ მოვუთმინეთ და მოქუსლა ლონდონში. მერე ამ ხელისუფლებამ დააბრუნა ისევ, გამოაცხადა პოლიტდევნილად, დაუბრუნეს რაღაც ქონებები, რომელიც მას მითვისებული ჰქონდა და სახელმწიფომ დაიბრუნა, დაუბრუნეს ისევ კერძო საკუთრებაში და სანაცვლოდ ის გადაიქცა ივანიშვილის ჩვეულებრივ გოშიად.
ივანიშვილს ყველა კაპიკი მიაჩნია თავისად. მას მიაჩნია, რომ საქართველო იყიდა. და მე თქვენ გეტყვით, რატომაა მაგათი საქმე დამთავრებული. ძალიან მარტივია. ამ კაცს ჰგონია, რომ თუ თქვენ გამოქრთამათ [„იბერია“ და „ომეგა ჯგუფი“], პოლიტიკა საქართველოში გაქრება; მას ჰგონია, რომ თუ პარლამენტს გადმოიტანს ქუთაისიდან თბილისში, პოლიტიკა საქართველოში გაქრება; მას ჰგონია, რომ თუ ყველას ჩააჩუხანებს, გააყალბებს, პოლიტიკა საქართველოში აღარ იქნება.
ძალიან მარტივია, რაც გააკეთა მან მარიხუანაზე. აღმოაჩინა, რომ ბიტკოინები , რომლის ქარხანა ადრე გახსნა გლდანში და ხალხს გაუძვირა დენი ამის ხარჯზე, საკმარისი შემოსავალი არ მოაქვს და ბიტკოინების ფასი დავარდა, მაგრამ ახლა თანამედროვე კრიპტოვალუტა მიბმულია უკვე მარიხუანაზე. იფიქრა მან, მაგარი რაღაცააო და დათვალა, თქვა, რომ თუ ახლავე არ დავთესე, ნოემბრამდე, მომავალ წელს ვერ ავიღებ მოსავალს. ესე იგი, ერთი წელი ჩამივარდება და ერთ 300-400 მილიონ დოლარს დავკარგავ. მოდით, ახლა დავთესავ, სულერთია არჩევნებია, დავთესავ, პოლიტიკა მაინც აღარ არის. საპატრიარქო მიაჩნდა, რომ დისკრიდიტირებული ჰყავდა და ყველაფერი გარკვეული ჰქონდა საპატრიარქოს შიგნით; მიაჩნდა, რომ საპატრიარქო ხმას ვერ ამოიღებს, პოლიტიკურ ოპოზიციას გავაშავებთ და ვიტყვი, რომ ცოცხები და ამბავი, ირმა ინაშვილიც დამეხმარება ამ საქმეშიო; იქით მყავს ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც თავის დროზე მისცა ფული, რომ წასულიყო ნაციონალური მოძრაობიდან და მერე ყალბი კამპანია დააგეგმინა, მერე დადგეს ბასიანის ამბავი, ვითომ, ზურა ჯაფარიძე წავიდა თავისი ფეხით და მოიგო რაღაც საქმეები. ეს ყველაფერი სულ ბლეფი და ტყუილია და დადგმა იყო. თავიდან ბოლომდე დაგეგმეს მან, უჩამ , ბერამ , რომ ამით შემოუვიდა მის ოჯახს შემოსავალი. აი, ეს ყველაფერი გააკეთეს და უცბად, გადამწყვეტ მომენტში, მან აღმოაჩინა, რომ ქართველმა ხალხმა ამოიღო ხმა, რომ საპატრიარქოში, არ ვიცი, ვისთან ჰქონდა იქ გარკვეული ყველაფერი, მაგრამ ძალიან ბევრი მღვდელი, ძალიან ბევრი ეპისკოპოსი, მღვდელმთავარი არის ძალიან სწორ ჭკუაზეა და უყვარს საქართველო. ეს საქართველოს სიყვარული ივანიშვილისთვის გაუგებარია. როგორ, ეს ხალხი ჩხუბობს? ეგონა, ყველა იყიდა. იქ ზაზა ოქუაშვილმა ამოიღო ხმა, მეუფემ ამოიღო ხმა, იქით ბერმა ამოიღო ხმა, იქით პარტიის რომელიღაც ლიდერმა ამოიღო ხმა და აღმოჩნდა, რომ ამ საქართველოში ყველა არ იყიდება; აღმოჩნდა, რომ ვიღაცებს საქართველო უყვართ. ივანიშვილისთვის ეს იმდენად უცხო პროდუქტია, რომ ამიტომ არის მისი საქმე ძალიან მჭახედ“, - გაანცხადა სააკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


