უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 ივლისი, 2017 18:30
font-size

ეს ხალხი აპროტესტებს დღეს იმას, რაც მათმა რჩეულმა ლიდერმა მემკვიდრეობით დაუტოვა საქართველოს - ირაკლი სესიაშვილი აქცია „არა ოკუპაციას“ აკრიტიკებს

პარლამენტის თავდაცისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დღეს საოკუპაციო ხაზთან მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ აქციას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს შეკრება არ იყო განყენებული პოლიტიკური პროცესებისგან და ზოგიერთი პოლიტიკური ძალის ინტერესს ემსახურებოდა.

„უპირველეს ყოვლისა, ყველა მოქალაქეს აქვს იმის უფლება და, შეიძლება, გარკვეული შინაგანი მოთხოვნილებაც, რომ ადგილზე ჩავიდეს და იქვე გააპროტესტოს, იმიტომ რომ ეს [მცოცავი ოკუპაცია] ეწინააღმდეგება მსოფლიოს ცივილიზებულ მიდგომებსა და წესებს. მაგრამ, თუ ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს, ეს არაა განყენებული პოლიტიკური პროცესისგან. აქ მე სუფთა გულწრფელობას რომ ვხედავდე იმ ადამიანების მხრიდან, ვინც დღეს იქ ისხდნენ და იდგნენ, მერწმუნეთ, მეც იქ ვიქნებოდი. თუმცა საქმე, რა თქმა უნდა, ასე არ კეთდება. რა თქმა უნდა, იქ იყვნენ გულანთებული ადამიანები, რომლებისთვისაც ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანისთვის, მიუღებელია ოკუპაცია, მაგრამ ეს ადამიანები არიან იმ პოლიტიკური ძალების, რა თქმა უნდა ყველაზე არ ვეძახი, ინტერესების მატარებლებლები. ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივს ვხედავდი, ახალ და ძველ „ნაცებს“. ეს ხალხი აპროტესტებს დღეს იმას, რაც მათმა რჩეულმა ლიდერმა მემკვიდრეობით დაუტოვა საქართველოსა და საქართველოს ისტორიას“, - განაცხადა სესიაშვილმა ტვ პირველის ეთერში.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი