უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 აპრილი, 2025 15:52
font-size

„ეს ისეთი სიბოროტეა, ეს ისეთი ენით აღუწერელი სიშლეგეა, შურია“ - თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს

რეჟისორ თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს. თავისუფალი შემოქმედებითი სივრცის ლიკვიდაციას ხელი კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მოაწერა. ეს სწორედ ის სივრცეა, რომელიც დამწყებ დრამატურგებს უნიკალურ შანსს აძლევდა, ესწავლათ საკუთარი საქმე უფასოდ.

თემურ ჩხეიძის სახელოსნო დაფინანსებას კულტურის სამინისტროსგან იღებდა, თუმცა, ირკვევა, რომ 21 თებერვალს, სასწრაფო წესით, სახელოსნოს გამგეობაში სამი ახალი წევრი დანიშნეს, შემდეგ კი პირველივე სხდომაზე - ლიკვიდაცია გამოაცხადეს.

კულტურის სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა.

„კრებაზე გამგეობის თავმჯდომარედ დანიშნეს გიორგი ცქიტიშვილი, რომელმაც ყველანაირი განმარტების გარეშე გვამცნო ცენტრის ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე. რექტორმა შალუტაშვილმა ხელი მოაწერა განცხადებას თანამედროვე თეატრალური ხელოვნების ცენტრის თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ლიკვიდაციის შესახებ.
ლიკვიდაციის შედეგად სახელოსნოს 24 თანამშრომელს მოულოდნელად და ყოველგვარი განმარტების გარეშე შეუჩერდათ 2026 წლამდე დადებული სამუშაო ხელშეკრულებები. გაუქმდა მიმდინარე თეატრალური სეზონისთვის დაგეგმილი 20-მდე პროექტი.

გადაწყვეტილების მიღებისას არავის გაუთვალისწინებია, რომ ეხებოდა თემურ ჩხეიძის უმნიშვნელოვანეს, უკანასკნელ პროექტს. განსაკუთრებით ცინიკურია, რომ ეს ყველაფერი განხორციელდა მისი ყოფილი სტუდენტების ხელით.

არ ვაპირებთ გაჩერებას, არ შევეგუებით რეპრესიებს, დაშინებას, თავდასხმას გამოხატვის თავისუფლებაზე. ვასრულებ თავად თემურ ჩხეიძის სიტყვებით: არანაირი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ინფორმაცია არ ათავისუფლებს ადამიანს სინდისისგან,“ - თქვა დათა თავაძემ სამეფო უბნის თეატრში.

თემურ ჩხეიძის სახელსონოს დახურვას "სიბოროტეს" და "სიშლეგეს" უწოდებს მსახიობი ბაია დვალიშვილი. ხელოვანი პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის ვენდეტა იმ ადამიანების მიმართ, ვინც პროტესტში დგას.

„ეს ისეთი სიბოროტეა, ეს ისეთი ენით აღუწერელი სიშლეგეა, შურია. არის რაღაცა, რასაც არ უნდა ახლო ხელი. ის უნდა იყოს, იმიტომ რომ ის რამდენ ხანსაც იარსებებს ის, იმდენ ხანს გაზრდის თაობებს. ეს არის ვენდეტა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ვდგავართ პროტესტში, ვინც ვიდექით და ვინც ვიდგებით. ვნახოთ, რით დამთავრდება ეს ყველაფერი, ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ,“- ამბობს ბაია დვალიშვილი.

მსახიობი კახა კინწურაშვილი კი ამბობს, რომ მომხდარი "წითელი ხაზიც კი აღარ არის".

„ამ სახელოსნოს დახურვა მოხდა მისი სტუდენტების ხელით, რაც არის აბსოლუტურად გაუგონარი ამბავი, წითელი ხაზიც აღარ არის. ეს გააკეთეს ადამიანებმა, რომლებიც ციტირებენ თემურ ჩხეიძეს, მაგრამ ხურავენ თემურ ჩხეიძის სახელოსნოს,“ - ამბობს კახა კინწურაშვილი.

კულტურის სფეროს წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტენ.

წყარო.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი