პოლიტიკა
ეს იყო ჩემი მცდარი წარმოდგენა, აბსოლუტურად არასწორი - თამარ ჩუგოშვილი „იბერიაზე“
უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა შეცდომა უწოდა 2 დღის წინანდელ განცხადებას, რომ ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცლებული აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ფიგურირებენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, 5 წლის წინანდელია.
„იბერიასთან“ საუბრისას ჩუგოშვილმა ასევე ისაუბრა თბილისის პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე ამ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით.
„ეს იყო ჩემი მცდარი წარმოდგენა, აბსოლუტურად არასწორი. ამაზე უფრო კითხვის ფორმაში ვისაუბრე ჟურნალისტებთან, მაგრამ ამან შეცდომაში შეიყვანა ბევრი ადამიანი. განვმარტე კიდევაც და ბოდიშიც მოგიხადეთ, იმიტომ რომ ჩემგან წამოვიდა ეს არასწორი ინფორმაცია.
ამ გამოძიების პროცესში დადგინდება, როგორც ჩანაწერის ავთენტურობა, ასევე ბევრი სხვა გარემოება, მათ შორის კავშირები. ეს კავშირები შეიძლება იყოს გამოკვეთილი სხვადასხვა ერთეულთან, მათ შორის ტელეკომპანიასთან დაკავშირებით.
მე მგონია, რომ ამ გამოძიების დაწყებას საკმარისი საფუძველი აქვს იმისთვის, რომ გავარკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე, რა ხდება ფირზე, რეალური არის თუ არა და ა.შ.. - ყველა ის კითხვა, რასაც თქვენ გაქვთ და სხვებსაც, მეც , მათ შორის.
ამიტომ, მგონია, რომ გამოძიების დაწყება კარგის ნიშანია და მოგვცემს ჩვენ ყველას შესაძლებლობას, გავიგოთ მეტი იმაზე, რაზეც თქვენ რამდენიმე დღეა საუბრობთ“, -თქვა ჩუგოშვილმა და აღნიშნა, რომ „კითხვის ნიშნებს ეს ჩანაწერები ყველასთვის აჩენს და ამ კითხვებს პასუხები სჭირდება“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


