უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 ოქტომბერი, 2018 11:50
font-size

ეს ფული გაიცა ფიზიკური პირების მომსახურების სექციიდან, ფაქტობრივად დახურულ ბანკში.. ლევან ყიფიანი „აგვარებდა“ ამ საქმეს - გიორგი ქურდაძე

„სანამ გაირკვეოდა, რომ თანხა უნდა გაცემულიყო და ხდებოდა კანონის დარღვევა, ხდებოდა გარკვევა, თუ ვის უნდა აეღო თავის თავზე, მაშინ ყიფიანს მოუწია 5-6 საათი ჩვენთან ერთად ყოფნა და ის „აგვარებდა“ ამ საქმეს“, - ამის შესახებ გადაცემაში „360 გრადუსი“ კომპანია „ომეგა 2"-ის დირექტორმა, გიორგი ქურდაძემ ისაუბრა. მისი თქმით, თანხის გამოტანა ფაქტობრივად დახურულ ბანკში, არასამუშაო დროს მოხდა და ამ ყველაფერს სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი აგვარებდა.

ქურდაძემ აღნიშნა, რომ პირველ დღეს ყიფიანს მათთან ერთად ყოფნა ბანკის შენობაში 5-6 საათი მოუწია, ვინაიდან ირღვეოდა კანონი და თანხის გამოტანის პროცესი აირია.

„პირველ დღეს მივედით დაახლოებით 14:00 საათზე, მეორე დღეს, როდესაც თანხის ნაწილი გამოვიტანეთ, 781 000 დოლარი, 40 წუთში გამოვიტანეთ ის თანხა. პირველ დღეს, სანამ გაირკვეოდა, რომ თანხა უნდა გაცემულიყო და ხდებოდა კანონის დარღვევა, ხდებოდა გარკვევა, თუ ვის უნდა აეღო თავის თავზე, მაშინ ყიფიანს მოუწია 5-6 საათი ჩვენთან ერთად ყოფნა და ის „აგვარებდა“ ამ საქმეს, რეკავდა, ამბობდა, რომ ჩვენი წასვლა იქიდან არ შეიძლებოდა და როდესაც 18:00 საათი გახდა, ვუთხარით, რომ აღარაფერი მუშაობდა, აღარც სალარო, აღარც ოპერატორები და ვერავინ ვეღარ მოგვცემდა ფულს - არა, მოიცადეთ! საბოლოოდ ეს ფული გაიცა ფიზიკური პირების მომსახურების სექციიდან, ფაქტობრივად დახურულ ბანკში“, - განაცხადა ქურდაძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი