პოლიტიკა
ეს დღე იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე და როგორც არ უნდა ეშინოდეს ბიძინა ივანიშვილს, ეს დღე დასრულდება ქართველი ხალხის მშვიდობიანი დროშების რევოლუციით - ირაკლი ნადირაძე
ფაქტია, რეჟიმს ძალიან ეშინია მოახლოებული 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის. ამის ნათელი დადასტურებაა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი წერილიც, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
ნადირაძის თქმით, ფაქტია ისიც, რომ სუს-ი ამ დრომდე ცდილობდა და ცდილობს, მოიპოვოს პაატა ბურჭულაძის და მათი სამოქმედო გეგმა, რას აპირებენ 4 ოქტომბერს.
„ამის ნაცვლად, აღმოჩნდა, რომ ჩვენ მოვიპოვეთ მათი სამოქმედო გეგმა – რას აპირებენ ისინი. ეს ნათელი დადასტურებაა, რომ მოედინება ზღვა ინფორმაცია „ქართული ოცნებიდან“, მათ შორის მათი ძალოვანი უწყებებიდან. მთავარია ერთი რამ – ვერანაირი ბიძინა ივანიშვილის ვერც გეგმა, ვერც ხრიკი ვერ იმუშავებს, თუ კი გამოვალთ ქუჩაში ასობით ათასი გულანთებული პატრიოტი, თავისუფლების მოყვარე ქართველი ადამიანი. თვითონაც ამბობენ, რომ ბევრი ხალხი თუ იქნება, ისინი უბრალოდ დამთავრებულები არიან. ამიტომ ერთი რამ დაგვრჩა მხოლოდ, რომ 4-ში გამოვიდეთ რაც შეიძლება ბევრი. ეს დღე იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე და როგორც არ უნდა ეშინოდეს ბიძინა ივანიშვილს, ეს დღე დასრულდება ქართველი ხალხის მშვიდობიანი დროშების რევოლუციით“, – აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


