უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 მარტი, 2017 12:20
font-size

ეს დღე არის სიმბოლო იმისა, რომ საქართველო იბრუნებს მის კუთვნილ ისტორიულ ადგილს ევროპულ თანამეგობრობაში - თამარ ხულორდავა

ეს დღე არის სიმბოლო იმისა, რომ საქართველო იბრუნებს მის კუთვნილ ისტორიულ ადგილს ევროპულ თანამეგობრობაში, იმ ქვეყნების წრეში, რომლებსაც საქართველო თავისი ღირებულებითი სისტემით, თავისი ხედვით, თავისი ამბიციით ეკუთვნის და ეკუთვნოდა ყოველთვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების საკითხზე საუბრისას.

მისი თქმით, 28 მარტი არის ისტორიული დღე თანამედროვე საქართველოსთვის, რადგან ძალაში შედის ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მინიჭების შესახებ.

,,ეს გადაწყვეტილება ევროპის პარლამენტმა მიიღო 2 თებერვალს და უკვე ხვალიდან ეს შესაძლებლობა ხდება რეალური საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მოქალაქეებს ამ მნიშვნელოვან წინსვლას და საქართველოს წარმატებას ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ეს გადაწყვეტილება გახლავთ ძალიან კონკრეტული შედეგი და დაფასება იმ რეფორმებისა, რომლებიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს აქტიური ჩართულობით. ეს არის დაფასება იმ ძალიან მნიშვნელოვანი მასშტაბური საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების, რომლებიც 2013 წლის თებერვლიდან აქტიურად ხორციელდება, მას შემდეგ, რაც საქართველოს გადმოეცა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. ეს პროცესი მთელი ჩვენი მოქალაქეების თვალწინ მიმდინარეობდა და ყველას ყურაღების ცენტრში იყო და ველოდებით ამ დღეს, როცა შევძლებდით უკვე გვეთქვა, რომ დღეიდან საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრული პასპორტით შეუძლია მოგზაურობა ევროკავშირის სივრცეში.

ეს დღე და ეს გადაწყვეტილება ისტორიულია არამხოლოდ იმიტომ, რომ ტექნიკურად მარტივდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროპაში მოგზაურობა და ევროპის ქვეყნების კარი იღება ჩვენთვის, ეს დღე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. ეს დღე არის სიმბოლო იმისა, რომ საქართველო იბრუნებს მის კუთვნილ ისტორიულ ადგილს ევროპულ თანამეგობრობაში, იმ ქვეყნების წრეში, რომლებსაც საქართველო თავისი ღირებულებითი სისტემით, თავისი ხედვით, თავისი ამბიციით ეკუთვნის და ეკუთვნოდა ყოველთვის’’, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა თანამოქალაქეებს მოუწოდა, ევროკავშირის ქვეყნებში მოგზარობისას დაიცვან შესაბამისი რეგულაციები და პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ შესაძლებლობას.

,,ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რაც თითოეულ ჩვენგანს ეკისრება. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რა დიდი დრო დასჭირდა ამ ყველაფრის რეალობად ქცევას. ეს უკვე რეალობაა და ის თუ როგორ ვისარგებლებთ ამით, ეს უკვე ჩვენი ღირსების საკითხია. ასე რომ, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ვიყოთ ზედმიწევნით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით ამის მიმართ და დავიცვათ ის რეგულაციები, რასაც აწესებს ევროკავშირი’’, - განაცხადა ხულორდავამ.

ცნობისათვის, 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ.

დღეს ღამიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ.

უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებიც.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი