პოლიტიკა
ეს ჩვეულებრივი რეკეტია, როგორც მხედრიონი დადიოდა ხოლმე 90-იან წლებში და ბიზნესმენებს არეკეტებდა - ვანო პავლიაშვილი „იბერიაზე“
„რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ. აქ არ არის მთავარი ანაზღაურება, აქ მთავარია თავისუფლება“, - ტელეკომპანია “იბერიაში” მიმდინარე პროცესებზე „იბერია ტვ“-ის ჟურნალისტმა ვანო პავლიაშვილმა ისაუბრა გადაცემა „არჩევანის“ ეთერში.
ჟურნალისტის შეფასებით, ესაა რეკეტი, რომლის მსგავსიც საქართველოში 90-ინ წლებში ხდებოდა.
„მე გამახსენდა 90-იანი წლები. მე არ ვიცი, ის ჩანაწერი ავთენტურია თუ არა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი რეკეტია, როგორც მხედრიონი დადიოდა ხოლმე 90-იან წლებში და ბიზნესმენებს არეკეტებდა.
როცა ეს ჩანაწერი გამოქვეყნდა, რისთვის გვყავს პროკურატურა? არ უნდა დაიწყოს გამოძიება? საქმე ხომ უნდა აღძრულიყო?
ბოდიში რომ მოიხადა თამარ ჩუგოშვილმა, ჩემთვის ბოდიში არ არსებობს. თუ შეგეშალა, რისთვის ხარ ვიცე-სპიკერი? 5 წლის წინანდელიც რომ იყოს, ამით რამე ხომ არ შეცვლილა?“, - განაცხადა პავლიაშვილმა.
ჟურნალისტმა რამდენიმე თვის წინ, ფაროსანასა და ჰესების თემაზე გაკეთებული გადაცემების გამო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან წამოსულ „გაფრთხილებაზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთ ფაქტებს არაერთხელ ჰქონია ადგილი.
„მე ჯერ კიდევ იანვრის თვეში გამაფრთხილეს, ეს ვთქვი ჩემს ეთერში და აქაც ვიტყვი, ეს ეხებოდა ფაროსანასა და ჰესების თემას და მითხრეს, რომ მოდი - იქნებ, შეეშვა, არ გინდა ამ თემაზე ლაპარაკი. კორუფციულ თემებზე იყო საუბარი. იყო კიდევ ერთი თემა, რაზეც რუსუდან შარაძემ ისაუბრა, თუ როგორ ბლოკავდა სუს-ი გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიებას. ეს იყო ივნისის ბოლოს.
ეს ჩანაწერი არც გამკვირვებია. როდესაც ამბობენ, რომ ბიზნესს იფარებენ, „იბერია“ არის ომეგა ჯგუფის წევრი, როგორც არსებობს თავისუფალი მედია, ისე არსებობს თავისუფალი ბიზნესი. მარტივად შეიძლება გამოიძიო, აქვს თუ არა დავალიანება, შენ თუ მედიას არ კლავ... ანუ მედიასაც კლავ, ბიზნესსაც და ადამიანებსაც იმონებ... ეს ჯერ კიდევ დაიწყო რუსთავი 2-ზე შესევით, შემდეგ ეკლესიაზე... ადამიანები სრულიად უნდა იყვნენ დამონებული... ეს აპრობირებული მეთოდია და ეჭვი რატომ უნდა შევიტანოთ, ჩვენც ხომ არ ვართ მეოცნებეები...?“, - დასძინა პავლიაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


