პოლიტიკა
ეს ბიუჯეტი საარჩევნოდ უფროა ორიენტირებული, ვიდრე კრიზისის თავიდან ასაცილებლად - დავით ჭიჭინაძე
ეს ბიუჯეტი არჩევნებზეა ორიენტირებული და არა კრიზისის დაძლევაზე - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობას ძალიან მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა.
„ქართული ოცნების“ მთავრობამ 1200 -ლარიანი დახმარების ფარგლებში 350 ათასი ადამიანი გამოგვიცხადა და 460 მილიონი ლარი. ჯერ ერთი, 460 მილიონი რატომ, როდესაც 420 მილიონი გამოდის და ამას გარდა, ამ ეტაპზე მხოლოდ 90 ათასი ადამიანია რეგისტრირებული, რაც დაახლოებით 100 მილიონს ნიშნავს და საიდან ამხელა ცდომილება თავიდანვე? ან როგორ აისახება ეს ყველაფერი ახალ ბიუჯეტში? ისევ 460 მილიონია ჩადებული, თუ 100 მილიონზე არიან დასული? უამრავი კითხვაა 300 ლარიან დახმარებებზეც. მოკლედ, მთავრობას პასუხის გაცემა ძალიან მძიმე კითხვებზე მოუწევს, რადგან, ფაქტია, ეს ბიუჯეტი საარჩევნოდ უფროა ორიენტირებული, ვიდრე კრიზისის თავიდან ასაცილებლად. „ქამრების შემოჭერა“ კი, მივლინებებზე უარის თქმას კი არ ნიშნავს, სადაც ისედაც ვეღარ დადიან, „ქამრების შემოჭერა“ არის მაშინ, როდესაც ფული მიმართულია ისე, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები შენარჩუნდეს, რაც ამ ბიუჯეტით ნამდვილად არ ხდება“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


